მიხეილ ჯანელიძე ასტრიდ თორსს შეხვდა

12/04/2016

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისართან, ასტრიდ თორსთან.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების მდგომარეობასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო 2016 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ მთავრობა დაინტერესებულია არჩევნები მაქსიმალურად ღიად, დემოკრატიულად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.
ასტრიდ თორსს ეცნობა, რომ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების მოვლინების მიზნით, ქართულმა მხარემ უკვე გაუგზავნა შესაბამისი მოწვევები საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ეუთო-ს. უმაღლესმა კომისარმა აღნიშნა, რომ მისი ოფისის წარმომადგენელი ტრადიციულად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებზე დამკვირვებელი მისიის ძირითად ჯგუფში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ეუთო-ს უმაღლეს კომისარსა და მის ოფისს მნიშვნელოვანი რეკომენდაციებისა და საქართველოში განხორციელებული თემატური პროექტებისთვის და გამოთქვა მზადყოფნა უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის

Tweet about this on TwitterShare on Facebook0