მიხეილ ჯანელიძე არგენტინის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

23/01/2016

დავოსში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე შეხვდა არგენტინის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, სუსანა მალკორას.
მიხეილ ჯანელიძემ მიულოცა ქალბატონ მალკორას მინისტრად დანიშვნა და წარმატება უსურვა არგენტინის ახალ მთავრობას. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა არგენტინას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მხარდაჭერისათვის. განხილულ იქნა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები, საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების გამოცდილების გაზიარების საკითხი.
არგენტინის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა აღნიშნა, რომ მას დიდი სურვილი აქვს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდეს. მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში მოიწვია ქალბატონი მალკორა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0