საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) მიერ ორგანიზებულ ლანჩს დაესწრო.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა AmCham-ის პრეზიდენტმა, მაიკლ ქაუგილმა. მოწვეული სტუმრების წინაშე პრეზენტაციით წარსდგა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიხეილ ჯანელიძე, რომელმაც ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ მეგობრულ და მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე მრავალი მიმართულებით.
მიხეილ ჯანელიძე ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) მიერ ორგანიზებულ ლანჩს დაესწრო
26/06/2017