საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელებთან და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან ერთად გუდაურში მიმდინარე დიპლომატიური სათხილამურო შეჯიფრის ფარგლებში, სასტუმრო „გუდაური ინნ“ გახსნა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის “უმასპინძლე საქართველოში” ფარგლებში აშენდა. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს დიპლომატიური კორპუსის ინფორმირებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებულ პროცესებთან და მთავრობოს ეგიდით მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით. დღევანდელი ვიზიტი გუდაურში სწორედ ამას ემსახურება. ჩვენ დიპლომატიური კორპუსს ვაცნობთ იმ პროექტებს, რომლებიც სახელმწიფოს ხელშეწყობით და კერძო სექტორის ინიციატივით ვითარდება. აღნიშნული სასტუმრო, რომელიც პროგრამის “აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა 6 თვეში აშენდა. ეს პროექტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს თუ რა დიდი პოტენციალია სახელმწიფოს დახმარებით კერძო სექტორისთვის ბიზნესის განვითარებისთვის. გუდაური ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება. მოგეხსენებათ, რომ მთისა და სამთო კურორტების განვითარება ეს არის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი და ამისათვის ვაკეთებთ მაქსიმუმს“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მიხეილ ჯანელიძემ სასტუმრო „გუდაური ინნ“ გახსნა
11/03/2017