მიხეილ ჩხენკელი კვიპროსის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს შეხვდა

12/02/2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კვიპროსის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს კოსტა კადისს უმასპინძლა. მინისტრებმა ორი ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმის ფარგლებში, აკადემიური პროგრამების ხელმისაწვდომობის მიზნით, მხარეები ხელს შეუწყობენ აკადემიური კვალიფიკაციის ორმხრივ აღიარებას, ასევე უზრუნველყოფენ მეცნიერთა, საგანმანათლებლო ექსპერტებისა და სტუდენტების სამეცნიერო კონფერენციებში, კონგრესებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0