მიხეილ ჩხენკელი ბავშვთა ფსიქოლოგებს და განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

04/12/2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, ბავშვთა ფსიქოლოგებთან და განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.
დარგის სპეციალისტებმა გამოთქვეს მოსაზრებები სკოლებში ძალადობის პრევენციასა და კრიზისული სიტუაციების მართვასთან დაკავშირებით. ამასთან, დაისახა მომავალი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა.
გადაწყდა, რომ ძალადობისაგან თავისუფალი სასკოლო გარემოს განვითარებისა და თითოეული ბავშვის უსაფრთხოების დაცვისათვის, სხვადასხვა ორგანიზაციებმა და უწყებებმა კიდევ უფრო კომპლექსურად და შეთანხმებულად იმუშაონ.
სპეციალისტებისგან შემდგარი ჯგუფის თანამშრომლობა სამინისტროსთან პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. უახლოეს პერიოდში პირველი კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება და სკოლებში საჭიროების შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0