შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მიხეილ შაყულაშვილის ხელმძღვანელობით საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა. შეხვედრას რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. სხდომაზე 2023 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამუშაოები გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. საუბარი შეეხო მიმდინარე წელს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობასაც. ასევე, შეკრებილებმა იმსჯელეს მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ. ამასთან ერთად, შეკრებილებმა შიდა ქართლში 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შეტანის საკითხზეც ისაუბრეს. კერძოდ, განიხილეს 2024 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტები. შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭო 3 თვეში ერთხელ იკრიბება.
მიხეილ შაყულაშვილმა საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გამართა
27/11/2023