მიხეილ შაყულაშვილმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა

07/03/2023

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი რწმუნებულის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან ერთად საქართველოში ნატოს-სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ალექსანდრ ვინიკოვს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რა დროსაც მხარის რწმუნებულმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს რეგიონის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ისაუბრა შიდა ქართლში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ, მიმოიხილა ის სფეროები, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის პრიორიტეტულია, როგორცაა ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, სპორტისა და სხვა მიმართულებები. ასევე, ისაუბრა ნატო-საქართელოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების საჭიროებაზე. თავის მხრივ, ალექსანდრ ვინიკომა ხელისუფლების წარმომადგენლებს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ისაუბრა ნატო-საქართველოს პარტნიორობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. საუბრის ბოლოს მხარეები სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
მოგვიანებით ალექსანდრ ვინიკოვი და მიხეილ შაყულაშვილი გორის უნივერსიტეტში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ქალებს შეხვდნენ. ღონისძიება ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციის “თანხმობა” ორგანიზებით მოეწყო. შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და გამომსვლელებმა შემდეგ საკითხებზე ისაუბრეს – “ნატო-საქართველოს ურთიერთობები“, “ქალთა ჩართულობა მშვიდობის მშენებლობის პროცესში” და “ნატოს ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგი”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0