შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი გორის მუნიციპალიტეტის მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, მერის მოადგილეებსა და მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მხარის რწმუნებულმა ხაზი გაუსვა სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების ურთიერთთანამშრომლობას. მიხეილ შაყულაშვილის თქმით, თითოეული სამსახურის მთავარი ამოცანაა მუნიციპალიტეტისა და ზოგადად, რეგიონის გაძლიერება, შესაბამისად მნიშვნელოვანია კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა და კოორდინირებული მუშაობა. განხილულ საკითხებს შორის ყურადღება გამახვილდა გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მოსახლეობის საჭიროებების მოგვარების საკითხებს. რწმუნებულმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღო გამყოფი ხაზის სოფლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებაც.
მიხეილ შაყულაშვილმა გორის მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
06/09/2022