მიხეილ შაყულაშვილი სოფელ ცოცხნარას მოსახლეობას შეხვდა

29/08/2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოცხნარაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია კარგი საშუალებაა სამომავლო პროექტების სწორად და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დასაგეგმად.

“ვაგრძელებ შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან. მინდა, რომ პირადად მოვისმინო მათი საჭიროებები, სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და ერთობლივად ვიმსჯელოთ გადაჭრის გზებზე“- აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

მიხეილ შაყულაშვილმა მოსახლოებას სამომავლო გეგმები და პროექტები გააცნო. სახელმწიფო რწმუნებული ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან თენგიზ ჩიტიაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ასევე, სოფელ ცოცხნარაში მისასვლელი გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ასფალტის საფარის დაგება, მილ-ხიდებისა და სანიაღვრეების მოწყობა. გარდა ამისა, განთავდება საგზაო ნიშნები. პროექტი გარდამავალია, ცოცხნარამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შემდეგ კი განხორციელდება ქემფერამდე მისასვლელი გზის მოწყობა. სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 5 მილიონამდე ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0