მიხეილ შაყულაშვილი კასპში ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტებს შეხვდა

21/04/2023

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარიშვილი ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტებს შეხვდნენ. კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლობენ. წახალისების მიზნით კი კასპის მერიის ინიციატივით ერთი სასწავლო სემესტრის ვადით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ და რეგისტრირებულ წარჩინებულ სტუდენტს ქულათა რაოდენობის რიგითობის მიხედვით სტიპენდია ენიჭებათ. შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა სტუდენტებს მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. გარდა ამისა, ხაზი გაუსვა განათლების მნიშვნელობას. ასევე, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას და ამ პროცესში სახელმწიფოს აქტიურ როლს. ამასთან ერთად, სტუდენტებისგან მოისმინა მათი იდეები და ინიციატივები.

“პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ და წარმატებები გისურვოთ. თქვენი მოტივაცია და მიზანდასახულობა მნიშვნელოვანია როგორც თქვენი მუნიციპალიტეტისთვის, ისე ქვეყნისთვის. თქვენ ხართ ის მომავალი თაობა, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი უნდა შექმნას და ამის საწინდარი სწორედ, რომ განათლებაა. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ თქვენ ინიციატივებს და ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებულ საგანმანათლებლო პროექტებს“ – აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.

ტარიელ შარიფაშვილის სახელობითი სტიპენდია 2019 წელს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნითა და კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით დაწესდა. ტარიელ შარიფაშვილი 1992-1993 წლებში კასპის რაიონის გამგებელი და ასევე, ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის მეთაური იყო, რომელიც აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0