მიხეილ სარჯველაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

23/09/2021

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. როგორც მიხეილ სარკველაძემ აღნიშნა, კომიტეტი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე ინტენსიურად მუშაობს. შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან გარკვეული მიმართულებებით პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების გატარების საჭიროება გამოიკვეთა.

„ჩამოვყალიბდით ტექსტის რედაქციაზე. ამ ტექსტით მოხდება პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების ინიცირება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0