მიხეილ სარჯველაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა

19/03/2024

დადგენილების პროექტი „მიხეილ სარჯველაძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ პარლამენტმა 78 ხმით მიიღო. მეათე მოწვევის პარლამენტში მიხეილ სარჯველაძეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. 11 მარტიდან კი მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0