მიხეილ სააკაშვილი დააკავეს

Saturday December 9th, 2017

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საინფორმაციო სააგენტო „უკრინფორმი“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ავრცელებს, სადაც მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ადასტურებენ.
„დიახ, დავაკავეთ სააკაშვილი“, – განუცხადა სააგენტოს უწყების პრესმდივანმა ელენა გიტლიანსკაიამ. მანამდე კი უკრაინის გენრპროკურორმა იური ლუცენკომ დაადასტურა მიხეილ სააკაშვილის დაკავება. მისი თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ამის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო წერს.
მიხეილ სააკაშვილის პარტია მომხრეებს „ფეისბუქით“ მოუწოდებს, შეიკრიბონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან.
მიხეილ სააკაშვილი კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დააკავეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0