მიხეილ ბატიაშვილმა აბიტურიენტებს პირადად განუმარტა, რომ მათ აუცილებლად მიეცემათ ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შესაძლებლობა

22/08/2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი და მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე თევზაძე პირადად შეხვდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის მსურველ აბიტურიენტებს, რომელთაც ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უშუალოდ ეხებათ.
მინისტრმა აბიტურიენტებს განუმარტა, რომ მათ აუცილებლად მიეცემათ სხვა ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შესაძლებლობა მათი ინტერესების გათვალისწინებით და შესაბამისი პროცედურები გააცნო.
მიხეილ ბატიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტროს მთავარ ამოცანას ყველა სტუდენტის და აბიტურიენტის საგანმანათლებლო ინტერესის დაცვა და მათთვის ხარისხიანი განათლების მიღების ხელშემწყობი პირობების შექმნა წარმოადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0