მიხეილ ბატიაშვილი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

13/03/2019

განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობისა და დაგეგმილი პროექტების განხილვის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, ღასან ხალილს შეხვდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე წლის აპრილში დაგეგმილ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ექსპერტთა მისიის ვიზიტს, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ზოგადი განათლების სისტემის შეფასების ანგარიშის საბოლოო ვერსია განიხილება.
სხვა საკითხებთან ერთად შეხვედრაზე საუბარი შეეხო სკოლამდელი განათლების განვითარების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0