მიხარია, რომ წილად მხვდა ერეკლეს ბავშვური სითბო და სიყვარული

31/12/2020

საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი მის პატარა გულშემატკივარს ერეკლე ქველაძეს ესტუმრა, დამდეგი ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

„დღეს გავიცანი ექვსი წლის ერეკლე ქველაძე რომელიც, თურმე დიდიხანია ჩემი გულშემატკივარი და აქტიური მხარდამჭერია.
ბავშვები, ჩვენი საზოგადოების ყველაზე პოზიტიური და გულწრფელი წარმომადგენლები არიან. მიხარია, რომ წილად მხვდა ერეკლეს ბავშვური სითბო და სიყვარული“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა

ერეკლე ექვსი წლისაა, ის ქალაქ ბოლნისში მშობლებთან და პატარა დასთან ერთად ცხოვრობს. ოთახში კი გოგი მეშველიანის ფოტოები აქვს გაკრული, ხოლო მისი საახალწლო სურვილიც გოგი მეშველიანს უკავშირდება. როგორც დედა ამბობს –

„მეზობლისგან მოისმინა ბატონი გოგის შესახებ ამბები, მასთანვე ნახა გაზეთები და ჟურნალები სადაც, მის შესახებ ეწერა და იმ დღიდან ერეკლემ დაიწყო მის შესახებ მასალების, ფოტოების შეგროვება. იმდენად დიდი იყო პირადად გაცნობის სურვილი, რომ თოვლის ბაბუასაც კი მისწერა, რსაახალწლოდ მისთვის ბატონი გოგი გაეცნო. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გოგის, ჩემი ბიჭის გახარებისთვის. ერეკლეს დღეიდან სჯერა, რომ ახალწელს სურვილები ხდება“, – აღნიშნა ერეკლეს დედამ ნონა ჯაფარიძემ

Tweet about this on TwitterShare on Facebook0