მიხარია, რომ საქართველო უკვე იქცა საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ცენტრად

30/06/2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს:
მიხარია, რომ საქართველო უკვე იქცა საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ცენტრად. წელს ჩვენ წარმატებით ჩავატარეთ მსოფლიო ჩემპიონატი 20-წლამდელ მორაგბეთა შორის. 2-დან 15 ივლისამდე კი გაიმართება 19 წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი, სადაც ევროპის ქვეყნების 8 გუნდი, მათ შორის ჩვენი 19-წლამდელთა ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. მინდა წარმატება ვუსურვო, როგორც ჩემპიონატს, ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს. წარმატებას ვუსურვებ სპორტის სამინისტროს, ფეხბურთის ფედერაციას, რათა ეს ტურნირი იყოს მაღალ დონეზე შეფასებული, როგორც თავად სპორტსმენების, ისე მსოფლიო სპორტული საზოგადოების მიერ. ვფიქრობ, ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს საქართველოს, როგორც საინტერესო ქვეყნის წარმოჩენას საერთაშორისო მასშტაბით, პირველ რიგში კი ხელს უწყობს სპორტის განვითარებას და ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ გვაქვს დიდი წარმატებების კასკადი სპორტში, საერთაშორისო ასპარეზზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0