საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას ეწვია და შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ამ ეტაპზე დასრულებულია რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რაც შენობის სრულ სტაბილიზაციას გულისხმობს.
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის შენობის რეაბილიტაცია 2015 წლის ოქტომბერში, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების ავარიული შენობების მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დაიწყო. სარემონტო სამუშაოები 2018 წელს დასრულდება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით 2015 წელს დაიწყო მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების იმ შენობებში, სადაც რამდენიმე ათეული წელია ინფრასტრუქტურული პრობლემები არ იყო მოგვარებული. ამ ეტაპზე ხორციელდება 8 მასშტაბური პროექტი, დაგეგმილია 50-მდე შენობის რეაბილიტაცია.
მინისტრმა სამხატვრო აკადემიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
22/04/2016