საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდნენ.
ანკარაში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ გიორგაძემ ანკარის ანატოლიის ცივილიზაციათა მუზეუმი დაათვალიერა. ქართულ დელეგაციას თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის სახელით მუზეუმის დირექტორმა ენვერ საღირმა უმასპინძლა. ღონისძიებას თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი კოპლატაძე ესწრებოდა.
ანატოლიის ცივილიზაციების მუზეუმი ანკარის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ კულტურულ კერას წარმოადგენს.
მინისტრმა ანკარაში ანატოლიის ცივილიზაციათა მუზეუმი მოინახულა
04/03/2016