მინისტრი IFAD-ის საქართველოს პროგრამების ხელმძღვანელს შეხვდა

15/06/2017

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) საქართველოს პროგრამების ხელმძღვანელს, დინა სალეჰს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მეცხოველეობის განვითარების ახალი პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება ჯიშთა აღდგენის, ხელოვნური განაყოფიერების, საძოვრების რაციონალური გამოყენების და ამ კუთხით ტექნიკური დახმარების კომპონენტები. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული პროექტი, მთავრობის მიერ დამტკიცებულ „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამასთან“ ერთად, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს როგორც მეცხოველეობის დარგის განვითარებას, ასევე მაღალმთიანი რეგიონებიდან მოსახლეობის მიგრაციის შეჩერებას. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0