უნივერსიტეტში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სამინისტროში მორიგ შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სრულ შემადგენლობასთან, უნივერსიტეტის რექტორ ვლადიმერ პაპავასთან და სენატის სპიკერთან მართავს.
მინისტრი მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტში ამჟამად უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ ვითარების კიდევ უფრო დასტაბილურების მიზნით, აუცილებელია კვლავ გაგრძელდეს მსჯელობა თუ რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას სიტუაციის დეესკალაციისთვის. ამიტომ, შეხვედრაზე იმსჯელებენ სტუდენტთა მოთხოვნებზე, რომელზე მუშაობაც უკვე დაწყებულია.