მინისტრი რესურსცენტრების ხელმძღანელებს შეხვდა

08/09/2016

იწყება ახალი 2016-2017 სასწავლო წელი. მნიშვნელოვანია სისტემა მომზადებული იყოს იმ პროცესებისათვის, რომელიც წელს იქნება განსხვავებული, გადაყვანილი სხვა კონტექსტში, ვინაიდან საპილოტე პროექტები დასრულდა და იწყება პროექტების სრულფასოვანი იმპლემენტაცია. მათ შორის ეს ეხება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას, სახელმძღვანელოებითა და კომპიუტერებით სკოლების უზრუნველყოფას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, იმ ახალ პროგრამებს, რომელიც საქართველოს საჯარო სკოლებში დაიწყება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება მოსწავლეებისა და მასწავლებელთა მოტივაციის გაზრდისთვის. იმისათვის, რომ სისტემამ გამართულად იფუნქციონიროს და სწავლა/სწავლების ხარისხი და ხელმისაწვდომობა თანაბარი იყოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ალექსანდრე ჯეჯელავა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რესურცენტრების ხემძღვანელებს შეხვდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0