მინდა ჩვენს გუნდს ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება მივულოცო

02/11/2019

თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის 33-ე ტურის შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ბოლნისის „სიონი“ და რუსთავის „რუსთავი“ დაუპირისპირდნენ. საფეხბურთო მატჩს საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი და დავით შერაზადიშვილი დაესწრნენ. შეხვედრა ბოლნისელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. რუსთაველთა კარში დუბლი „სიონის“ ნახევარმცველმა ბექა გვარაძემ შესარულა. რუსთაველებმა კი სხვაობა ერთ ბურთამდე ბექა ქავთარაძის პენალტის დამსახურებით შეამცირეს. ბოლნისის „სიონმა“ სატურნირო ცხრილში ამ გამარჯვების შედეგად 38 ქულა დააგროვა და მერვე ადგილზე გადაინაცვლა.

„მინდა ჩვენს გუნდს ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება მივულოცო. ბოლნისის „სიონი“ თითოეული ბოლნისელისთვის საყვარელი საფეხბურთო კლუბია და ჩვენი ბიჭების ყოველი წარმატება მუნიციპალიტეტის სპორტული ცხოვრებაზე დადებითად აისახება. მინდა „სიონს“ კვლავ არაერთი გამარჯვება ვუსურვო და ბოლნისელ გულშემატკივარს ფეხბურთელების აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო“ , – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0