მინდა ყველას მივულოცო უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო რეფორმის დასრულება

23/03/2018

იუსტიციის მინისტრი კონსტიტუციის მიღებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველო სრულფასოვან საპარლამენტო მოდელზე გადავიდა.
„მინდა ყველას მივულოცო უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო რეფორმის დასრულება. სრულფასოვნად გადავდივართ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე. მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი იქნება უფრო მაღალი ხარისხით ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე, ხოლო მართლმსაჯულების სისტემა ამ ცვლილებებით კიდევ უფრო დამოუკიდებელი და გაძლიერებულია.

მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ამ ტექსტში დავაფიქსირეთ ისეთი სიახლეები როგორიც არის ქალთა და მამაკაცთა თანასწორობა კანონის წინაშე; ბავშვთა საუკეთესო ინტერეს; შშმ პირთა უფლებების დაცვა უფრო მაღალი ხარისხით და სხვა. გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია ორი რამ. კერძოდ, საპროკურორო საბჭო ხდება კონსტიტუციური ორგანო, მთავარი პროკურორი უფრო მაღალი ხარისხით იქნება ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე და ის რომ ადვოკატის როლი არის გაძლიერებული ამ კონსტიტუციით.

არ შემიძლია არ აღვნიშნო ისიც, რომ ვენეციის კომისიამ, მიუხედავად არასამთავრობო სექტორის დაუსაბუთებელი კრიტიკისა, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით მე-18 მუხლში შეტანილი საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებული ნოვაციები და ცვლილებები დადებითად შეაფასა და ამ კონსტიტუციასთან ერთად ახალი მე-18 მუხლიც შევა ძალაში, რაც გზას გაუხსნის ჩვენს ქვეყანას ინფორმაციის თავისუფლების აქტისკენ“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0