მინდა დავლოცო ის მილიონზე მეტი ემიგრანტი, რომელიც უცხოეთშია

10/03/2016

„როცა ვტოვებთ საქართველოს და მივდივართ სხვაგან, ჩვენ უფრო მეტად გვიყვარსსაქართველო და ვინც რჩება საქართველოში, იმას უფრო მეტად უყვარს ისადამიანი, რომელიც წავიდა საქართველოდან”, – ასე მიმართა საპატრიარქოში შეკრებილ ქართველ წარჩინებულ ემიგრანტ ქალბატონებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

საპატრიარქოში უწმინდესმა უცხოეთის 12 ქვეყანაში მოღვაწე 15 წარმატებული ქართველი ქალბატონი და მათი თანმხლები უცხოელი სტუმრები მიიღო. ღონისძიება ორგანიზებული იყო პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის, დემოგრაფიული აღორძინების ფონდისა და ორგანიზაცია “მე დავბრუნდების” მიერ. შეხვედრას ასევე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი ესწრებოდა.

“დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში მოწვეული თხუთმეტივე ქალბატონი უფრო სოციალური კუთხით შეარჩიეს და არა მათი სახელგანთქმული მოღვაწეობის გამო.

შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა ისრაელში მოღვაწე სესილი ბენიაშვილი, გერმანიიდან – რუსუდან სამნიძე-მაკოვსკი, საბერძნეთიდან ლეილა სონღულაშვილი, ჰოლანდიიდან დალი უბილავა, შვედეთიდან ლელა კუხიანიძე, ამერიკიდან ირინა მიქაბერიძე, ასევე იტალიის, თურქეთის, ისრაელის და სხვა ქართული დიასპორების წარმომადგენლები.

თითოეულმა ქალბატონმა პატრიარქს საკუთარი მოღვაწეობისა და ცხოვრების ისტორიები მოუთხრო. შეხვედრის დასასრულს კი პატრიარქმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

“საოცარი ხალხი ვართ ჩვენ, ქართველები. როცა ვტოვებთ საქართველოს დამივდივართ სხვაგან, ჩვენ უფრო მეტად გვიყვარს საქართველო და ვინც რჩებასაქართველოში იმას უფრო მეტად უყვარს ის ადამიანი, რომელიც წავიდასაქართველოდან. მე მახსენდება შემთხვევა, გერმანიაში ვიყავი, ქართველისტუდენტები მოვიდნენ და ყველას რაღაცის გამოთქმა უნდოდა, თბილი სიტყვაუნდოდა ეთქვა ჩემთვის. ერთმა გოგონამ მითხრა, უწმინდესო თქვენ გვიყვარხართ,როგორც საქართველო. მეც მინდა ასევე მოგმართოთ, ძალიან გვიყვარხართ როგორცსაქართველო გვიყვარს. მე მინდა დავლოცო ყველანი. მინდა დავლოცო ისმილიონზე მეტი ემიგრანტი, რომელიც უცხოეთშია. მათ გულში საქართველოცოცხალია”, – აღნიშნა უწმინდესმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0