მიმდინარე სამუშაოების გამო, ვეკუას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

30/11/2020

თბილისის მერია გლდანის რაიონში, ნიკო კეცხოველის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე პროექტის ფარგლებში, 2-დან 5 დეკემბრამდე, ვეკუას ქუჩაზე, ბავშვთა გასართობი პარკის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0