მიმაჩნია, რომ ჩვენთვის ეს წელი იყო საინტერესო და ნაყოფიერი

31/12/2019

გოგი მეშველიანი: “გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! ფეხბედნიერი ყოფილიყოს თითოეული ჩვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის ახალი 2020 წელი! გისურვებთ მეტ სიკეთეს, სიხარულს,ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას.
მჯერა, რომ ახალი წელი ახალ შესაძლებლობებს მოიტანს და შევძლებთ ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო განვითარებას!
2019 წელი გამოირჩეოდა მაღალი პოლიტიკური ტემპერატურით, თუმცა უამრავი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო სირთულეებთან ღირსეული გამკლავება და სტაბილურობის შენარჩუნება. მოგეხსენებათ, პარლამენტი 2019 წელს ახალი რეგლამენტით შეხვდა, რამაც უზრუნველყო პარლამენტის შესაძლებლობების განვითარება ზედამხედველობის სფეროში. ჩვენი და ჩვენი საზოგადოების არჩევანი, რომ ევროპასთან ინტეგრაციაა, ამის დასტურია ისიც, რომ 14 დეკემბერს, სრულიად საქართველო გაერთიანდა და ერთად აღვნიშნეთ საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევა. პარლამენტი კი მუშაობს კანონმდებლობის დახვეწაზე, რათა ჩვენი კანონმდებლობა, ევროპული კანონმდებლობის შესაბამისი გახდეს, რათქმაუნდა, ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე მორგებით. ამ წლის ერთ-ერთ მიღწევად მიმაჩნია, რომ პარლამენტმა თითოეული ჩვენგანის ძალისხმევით შევძელით 2020 წლის ბიუჯეტში გაზრდილიყო რეგიონული პროექტების განვითარების ფონდის დაფინანსება, მოგეხსენებათ, აღნიშნული ძალზედ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის.2019 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში განხორციელდა 10 174 618 ლარის ღირებულების 108 ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის: 5 767 300 ლარის ღირებულების 19 ინფრასტრუქტურული პროექტი – საქართველოს რეგიონული განვითარების პროექტების ფონდის დაფინანსებით. პროექტების ფარგლებში, ადგილზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სკოლებში საპირფარეშოების მოწყობის და რეაბილიტაციის სამუშაოები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები და სტიქიის პრევენციის მიზნით დაგეგმილი სამუშაოები განხორციელდა.
მიმაჩნია, რომ ჩვენთვის ეს წელი იყო საინტერესო და ნაყოფიერი, კიდევ ერთხელ დავინახეთ,რომ საზოგადოება გვენდობა, ხედავს და აფასებს ჩვენს მიერ გაწეულ საქმიანობას. მიმდინარე წელს აქტიური კომუნიკაცია გვქონდა მოსახლეობასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებთან ურთიერთობა არასდროს შეგვიწყვეტია, წელს მაინც ინტენსიურ რეჟიმში გავედით ყველა დასახლებულ პუნქტში, რათა თანამოქალაქეებისგან კიდევ ერთხელ გაგვეგო, თუ რა პრობლემები აწუხებთ და სხვადასხვა მოქმედი პროგრამების შესახებ მიგვეწოდებია მათთვის ინფორმაცია. ღია დიალოგის ფორმატში 65 საჯარო შეხვედრა გავმართე და 3000 ზე მეტ ადამიანთან შევძელი გასაუბრება. აქტიურად ვხვდებით და ვიღებთ მოქალაქეებს ბიუროშიც, მოქალაქეთა მიღების 7 დღე გავმართე, სადაც ინდივიდუალურად მოვისმინე 300-ამდე ადამიანის საჭიროება და შესაძლებლობების ფარგლებში აღმოვუჩინეთ დახმარება. მოქალაქეებისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მიმდინარე წელს, ამ მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ 412 ოჯახს აღმოუჩინა დახმარება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 516 465 ლარი გაიხარჯა.

აღდგა და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა:

▪️სტიქიის შედეგად დაზიანებული 362 სახლი -282 968 ლარი
▪️გადაიხურა შეჭირვებული ოჯახების 26 სახლი – 357 462 ლარი
▪️აღდგა დანგრეული 8 სახლი- 42 740
▪️ხანძრის შემდეგ რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 სახლს- 89 465 ლარი
▪️ხანძრის შედეგად 6 ოჯახს დამხმარე ნაგებობები დაეწვა, აღნიშნულ ოჯახებს ზარალი მუნიციპალიტეტმა აუნაზღაურა-3 830 ლარის ოდენობით.

ჩვენ მოქალაქეებზე ზრუნვას, მათი საჭიროებების კვლევასა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას, სამომავლო საქმიანობაში, კვლავ გავაგრძელებთ. ნდობა, რომელსაც ადამიანებისგან ვგრძნობთ, მნიშვნელოვანია და გვაძლევს სტიმულს ძალისხმევა არ დავიშუროთ არსებული გამოწვევების დასაძლევად, რათა შევძლოთ გამოცხადებული ნდობის გამართლება .

Tweet about this on TwitterShare on Facebook0