სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და კონტრაქტორი კორგანიზაცია ,,საქართველოს სკაუტური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ახალი სახელმწიფო პროგრამა „მიკრო გრანტები მთის განვითარებისთვის“ , რომელიც ,,აწარმოე საქართველოს“ გაგრძელებაა და მხოლოდ მაღალმთიანი რეგიონებისთვის ხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს შეუძლიათ წარმოადგინონ საკუთარი ბიზნეს იდეები 2016 წლის 27 ივნისიდან – 29 ივლისის ჩათვლით ვებგვერდზე – www.qartuli.ge და კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში მიიღონ 5 000- 15 000 ლარამდე დაფინანსება.
აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით 23 ივნისს ამბროლაურის, ონისა და ცაგერის კულტურის ცენტრებში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია, რომელზეც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას პროგრამის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია გააცნეს.