მიკვირს პრეზიდენტისგან, სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით არც ერთი ტრიბუნა არ დაუტოვებია

22/04/2016

მიკვირს პრეზიდენტისგან, რომ არ დაუტოვებია არც ერთი უმაღლესი ტრიბუნა, ქალბატონი სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით და აგერ ჰყავს ქალბატონი თეა სირაძე, – ამის შესახებ თამაზ მეჭიაურმა განაცხადა. დეპუტატი ევროპის საბჭოს ინიციატივას გამოეხმაურა, რომ შესაძლოა, ქვეყნებმა სავჩენკოს სია შექმნან.

”მე მივესალმები, რომ სავჩენკო გაათავისუფლონ, მაგრამ მიკვირს იმ ხალხის, რომლებსაც დაწყებული ჩვენი პრეზიდენტიდან, არ დაუტოვებია არც ერთი უმაღლესი ტრიბუნა, ქალბატონი სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით და აგერ ჰყავს ქალბატონი თეა სირაძე, რომელიც წინა ხელისუფლებამ მხოლოდ იმის გამო დააკავა, რომ ხუთი მამაკაცი გალახა. სამწუხაროდ, იმ ხუთ მამაკაცში არც ერთი რუსი არ აღმოჩნდა, რომ ეს გმირობად ჩაეთვალათ და გაეთავისუფლებინათ. ანუ გამოდის, რომ თუ რუსს მოკლავ ან გალახავ, გმირი ხარ და თუ სხვა ეროვნებისას, მაშინ ციხეში უნდა აღმოჩნდე. ჯერ რომ შეეწყალებინა ქალბატონი თეა და პარალელურად სავჩენკოს გათავისუფლებაზე ეზრუნა, ვიტყოდი, რომ ჰუმანური ადამიანია, მაგრამ ამ დროს აგერ უზის ცხვირწინ 4 შვილის დედა 28 წელმისჯილი, რომელსაც ჩვენ რაღაც ნაწილობრივ შევუმსუბუქეთ სასჯელი, მაგრამ მას კიდევ აქვს დარჩენილი რამდენიმე წელი. კეთილი ინებოს, ჩამოვიდეს და შეიწყალოს. დარბიან ახლა ერთმანეთზე ჩასაფრებული და ასწრებენ ერთმანეთს, ვინ სად ჩაუშვან საერთაშორისო ორგანიზაციებში, თვითმფრინავი არ სჭირდება და არც ფული და არაფერი, აქვე შეაგროვონ ხელმოწერები და გამოვიდნენ ამ ქალბატონის გათავისუფლების მოთხოვნით”, – აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0