პაატა ბურჭულაძის განცხადებით, “გირჩს” ბლოკი მან პირადად დაატოვებინა. როგორც ბურჭულაძემ განაცხადა, ამის მიზეზი ბიძინა ივანიშვილის მიერ “გირჩის” დაფინანსება გახდა. ბურჭულაძის თქმით, მას არ სურს იყოს არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის სატელიტი.
“მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ “გირჩი” ამოვიღო სიიდან. ორი საათის წინ დადასტურებულად გავიგე, რომ ეს პარტია არის ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული. მე ამას ვერ მივიღებ. ეს არის მიზეზი. მე ვერც სააკაშვილისგან მივიღებ თანხას”, – განაცხადა ბურჭულაძემ.