მივიღეთ კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს პანდემიით დაზარალებული ბიზნეს გარემოს გაჯანსაღებას

23/07/2020

ბიზნეს სუბიექტებს, რომლებსაც პანდემიის დროს გამოცხადებული საგანგებო ვითარების გამო შეფერხებები შეექმნათ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის, იჯარის, მართვის თუ სხვა კონტრაქტებიდან გამომდინარე შეუძლიათ, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართონ და ვალდებულების მოდიფიცირება და პირგასამტეხლოს პატიება ითხოვონ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ცვლილება
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში უკვე ამოქმედდა და აღნიშნულის საფუძველზე კონტრაჰენტებს უფლება ექნებათ კანონის გამოქვეყნებიდან 6 თვის განმავლობაში მიმართონ სააგენტოს. მინისტრის განცხადებით, ახალი წესი იმოქმედებს ნებისმიერ საკონტრაქტო ურთიერთობის შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო ქონების განკარგვასა და სარგებლობასთან.
მინისტრის განცხადებით, ახალი კანონი ცალსახად დადებითად აისახება ბიზნეს გარემოზე და ხელს შეუწყობს პანდემიით დაზარალებული ბიზნეს გარემოს გაჯანსაღებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0