მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

26/03/2016

თბილისის იუსტიციის სახლში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის რიგით მე-16 სხდომა გაიმართა. სხდომას იუსტიციის მინისტრი, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი უძღვებოდა.
შეხვედრაზე კომისიის წევრებმა დაამტკიცეს 2 სამუშაო ჯგუფი, რომელთა საქმიანობა საქართველოში ლეგალურად მცხოვრებ უცხოელთა ინტეგრაციის ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა და აქტივობების განხორციელება იქნება. მსხდომაზე ასევე განიხილეს ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უზრუნველყოფს მიგრაციის კუთხით ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ფარგლებში მიღწეული შედეგის მდგრადობას. საუბარი შეეხო მიგრაციის მონაცემთა ანალიტიკური სისტემის შექმნის პროცესს და საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0