მთის დღესასწაული ბაღდათში გაიმართა

12/08/2017

ბაღდათი–ადიგენის ადმინისტრაციულ საზღვართან მთის დღესასწაული აღინიშნა. დამეგობრებულმა მუნიციპალიტეტებმა ბაღდათმა და ადიგენმა შემოქმედებითი ჯგუფების ერთობლივი ღონისძიება წარმოადგინეს. ასევე, მოეწყო ეთნო კუთხეები, სადაც მუნიციპალიტეტებში წარმოებული პროდუქციის დეგუსტაცია მოხდა. ,,ზეკარი 2017″–ის ფარგლებში გაიმართა დოღი და მოეწყო სპორტული აქტივობები. ასევე, გამოიფინა ჭედური და სახვითი ხელოვნების უნიკალური ნამუშევრები. ღონისძიებებს იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცე გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია, იოსებ ხახალეიშვილი, ბაღდათისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. დღესვე ჟურნალისტებისთვის მედიატურიც მოეწყო და მათ ბაღდათის ტურისტული ზონები დაათვალიერეს. მთის დღესასწაულის აღნიშვნა გასული საუკუნის 80–იანი წლებიდან იღებს სათავეს. გარკვეული პერიოდი აღარ აღინიშნებოდა. ტრადიცია კი 2015 წელს აღდგა და ბაღდათსა და ადიგენს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსაც მოეწერა ხელი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0