მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებას დღეს ჩოხატაური უმასპინძლებს

13/01/2024

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებას დღეს ჩოხატაური უმასპინძლებს. ხელოვნების სასახლის წინ ღონისძიების სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო სივრცეები, გაიმართება ორკესტრისა და ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობები, პატარები შეხვდებიან თოვლის ბაბუას. ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება.
17:30-დან მსმენელთა წინაშე წარდგებიან ანსამბლი „ჰერიო“, ჯგუფი „New One“ და თიკა ბალანჩინი. საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0