მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრა მიმდინარეობს

05/04/2016

მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, საუბრის თემა რეგიონში მიმდინარე პროცესებია.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ესწრებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0