მთავრობა პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, რომ 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდეს

04/04/2019

დღეს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, რომ დაჩქარებული წესით მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 12 მაისი, რომელიც წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეა, ასევე დადგინდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ინიციატივა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის.

„ეს გახლავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივა, რომელსაც ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ მას. დარწმუნებული ვარ, 12 მაისი საქართველოში გახდება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეროვნული დღესასწაული”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0