მთავრობამ სამებაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საპატრიარქოს 3 737 400 ლარი გამოუყო

18/05/2016

საპატრიარქოს სამებაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაციისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 3 737 400 ლარი გამოეყო. საქართველოს მთავრობის შესაამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

”სამების საკათედრო-საპატრიარქო ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაცია-აღდგენის და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ”საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოს გამოუყოს 3 737 400 ლარი”, – ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს ხელს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0