მთავარ პროკურატურაში შეხვედრა გაიმართა

26/09/2017

საქართველოს მთავარ პროკურატურაში დანაშაულის შედეგად დაზარალებულთათვის ხელმისაწვდომი სხვადასხვა სახის მომსახურების საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, რომლის მიზანს საქართველოს პროკურატურასა და სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურაში მოქმედი მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის, კოორდინატორების ფუნქციებისა და დაზარალებულთა უფლებების ეფექტურად დაცვის მიზნით დაგეგმილი რეფორმების შესახებ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0