მთავარი პროკურატურის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

10/10/2017

საქართველოს მთავარი პროკურატურის დელეგაცია მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
ოფიციალური მიწვევის საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ბულგარეთის იუსტიციის მინისტრს ცეცკა ცაჩევას, ბულგარეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს სოდირ ცაცაროვს და ბულგარეთის რესპუბლიკის პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს და ბულგარეთის პროკურატურების ფუნქციებზე, სისტემასა და სტრუქტურაზე, ასევე ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკაზე ისაუბრეს და ერთმანეთს ამ მიმართულებით გამოცდილება გაუზიარეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0