მთავარია, ჩვენ სწორი პოლიტიკა შევიმუშაოთ ნარკოტიკებთან დაკავშირებით

10/08/2017

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნარკოტიკებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი და პარლამენტი თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ პრობლემის გადაწყვეტაში.
„მოსაზრებები გაყოფილია, თუმცა, მიზანი აქვს ყველას ერთი. მიზანი არის ის, რომ საქართველოში შემცირდეს ნარკომოხმარება და შესაბამისად, ამ მიზნის მიღწევისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. რაც შეეხება მიზნის მიღწევის გზებს, მხოლოდ ამასთან დაკავშირებით არის აზრთა სხვადასხვაობა და საჭიროა დისკუსია იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს სწორი პოზიცია. პარლამენტი თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ საქმეში და პარლამენტი მზად არის თვითონ გახდეს პლატფორმა ასეთი დისკუსიისთვის. ჩვენ უნდა მივიღოთ აუცილებლად ცვლილებები. დღევანდელი მდგომარეობა არავისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი. ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი ცვლილებები, რომელიც ჩვენ ყველა საერთო მიზანს მიაღწევს. აზრთა სხვადასხვაობებს აქვს თავისი საფუძველი. ყველას აქვს თავისი არგუმენტები. მთავარია ჩვენ სწორი პოლიტიკა შევიმუშაოთ ნარკოტიკებთან დაკავშირებით“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0