მზადება ხოსე კარერასის კონცერტისთვის დასრულებულია

18/06/2016

რამდენიმე საათში, ქუთაისში, დავით აღმაშენებლის ცენტრალურ მოედანზე, ხოსე კარერასისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი დაიწყება.
დირიჟორი დავიდ ხიმენეს კარერასი. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ქართველი სოპრანო სალომე ჯიქია, რომელიც ცნობილ ტენორთან ერთად რამდენიმე დუეტს შეასრულებს.
ცნობილი ესპანელი ტენორი ხოსე კარერასი კარიერას ასრულებს და საქართველოს „მსოფლიოს ფინალური ტურის“ ფარგლებში ეწვია.
ღონისძიება მთავრობის მიერ ინიცრებული მასშტაბური პროექტის „Check in Georgia” ფარგლებში იმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0