მარტვილის მუნიციპალიტეტის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, საგამოფენო ცენტრ ,,ექსპო ჯორჯია“-ში ჩატარებულ მე-18 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარსდგა. სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა გამოფენაზე წარმოდგენილმა მარტვილის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის პროგრამამ, კერძოდ, მარტვილის შესახებ ტურისტული მარშრუტები – სტენდები, სლაიდები, ბროშურები, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები, ასევე დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა დაეგემოვნებინა მარტვილის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში დაცული უძველესი მეგრული ვაზის ჯიშების ყურძნისაგან დაყენებული ღვინო, მეგრული ყველი, თხილი, ჩურჩხელა. საგამოფენო ცენტრში წარმოდგენილი იყო როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის პროდუქცია და ტურისტული ინვენტარი.
გამოფენა სამ დღეს გაგრძელდება. გამოფენაზე მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმყოფება: მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი გოროზია, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი გივი ელიავა, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი რომან ოდიშარია, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გია ჩიხლაძე, კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის კონსულტანტი დარეჯან სხულუხია.
მე-18 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მარტვილის წარსდგა.
15/04/2016