მე ხმა მივეცი იმ გუნდს, რომელიც თბილისს დაუბრუნებს ტრადიციულ ხიბლს და გადააქცევს ევროპის ყველაზე მიმზიდველ ქალაქად

21/10/2017

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გლდანში, 74-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა საკუთარი არჩევანი და აღნიშნა, რომ ხმა მისცა გუნდს, რომელსაც შეუძლია თბილისის უკეთესი განვითარება. “მე ხმა მივეცი იმ გუნდს, რომელიც თბილისს დაუბრუნებს ტრადიციულ ხიბლს და გადააქცევს ევროპის ყველაზე მიმზიდველ ქალაქად” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0