მე არ ვარ „რესპუბლიკელების“ ოპონენტი, – ასე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მაინც გაუწევს ოპონირებას ექსპრემიერს.
“ჩემი ოპონირება ვის აწყობს და რისთვის? მე აღარ ვარ პოლიტიკაში. მე ყველაფრისთვის მზად ვარ, მაგრამ მე არა ვარ მათი ოპონენტი”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, კრიტიკა არავის არ მოსწონს, თუმცა ის თავის პოზიციას გამოხატავს.
“ეს იყო ჩემი შეხედულება, ჩემი პოზიცია, რომელიც გამოვხატე მათდამი, რაც ნორმალურია”,- განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება გუბაზ სანიკიძის ინიციატივას იმის შესახებ, რომ სატელევიზიო კრიტიკის ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილსა და „ეროვნული ფორუმის“, „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკური პარტიების“ ლიდერებს შორის შეხვედრა გაიმართოს, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „არჩევნებამდე ამის დრო აღარ არის“.