მე ტრადიციულ ოჯახებს ვუჭერ მხარს

14/06/2016

ბიძინა ივანიშვილი ქორწინების საკითხის კონსტიტუციაში განსაზღვრასთან დაკავშირებით რეფერენდუმის გამართვას მხარს უჭერს.
ამის შესახებ ივანიშვილმა ბეჭდური და ონლაინ-მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. შეკითხვაზე დაუჭერს თუ არა მხარს, რომ არჩევნების პარალელურად ქორწინების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმი გაიმართოს, მან აღნიშნა, რომ ტრადიციულ ოჯახებს უჭერს მხარს.

„მოკლედ კი, მაგრამ ღია კარებს ვამტვრევთ. მე მგონი, ცოტა ზედმეტი აჟიოტაჟი ავწიეთ. მე ტრადიციულ ოჯახებს ვუჭერ მხარს, მაგრამ ანტიდისკრიმინაციულ კანონს მხარს ვუჭერ და ესეც გავითვალისწინოთ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0