მე მგონი პრეზიდენტი სხვის ჯიბეში არ უნდა იხედებოდეს

14/04/2016

მე მგონი, პრეზიდენტი სხვის ჯიბეში არ უნდა იხედებოდეს, – განაცხადა ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ. მისივე თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით ერთმანეთის ჯიბრზე საქმის გადაწყვეტა ქვეყანას არ წაადგება.

“მე მგონი პრეზიდენტი სხვის ჯიბეში არ უნდა იხედებოდეს. მთავრობამ უკეთესად იცის რამდენი აქვს და რა შესაძლებლობები. ამიტომ მე გამართლებულად მიმაჩნდა, რომ საარჩევნო კამპანია სამი თვით ადრე დაგვეწყო და პრემიერმა თავისი მოსაზრება ნათლად დააფიქსირა. ერთმანეთის ჯინაზე საქმის გადაწყვეტა არ წაადგება არც საარჩევნო პროცესს და არც ქვეყანას“, -განაცხადა ნიშნიანიძემ

Tweet about this on TwitterShare on Facebook0