მე მაქვს მანდატი და დიდი სურვილი სკოლებს დავეხმარო

06/07/2016

მე მაქვს მანდატი და დიდი სურვილი სკოლებს დავეხმარო – ასე მიმართა ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოწვეულ თბილისის დიდკონტიგენტიანი და სპეციალიზირებული სკოლების დირექტორებს, რომელთანაც გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით, შეხვედრები სკოლის დირექტორებთან მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება, ასევე შეიქმნება დირექტორთა საბჭო, სადაც იმსჯელებენ სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე, პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0