მე თქვენთან საკამათო აღარაფერი აღარ მაქვს

05/05/2016

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე, კომიტეტის სხდომაზე ქორწინების საკითხის შესახებ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებების კანონპროექტთან დაკავშირებით საკომიტეტო მსჯელობის დროს ოპონენტების შეფასებას გამოეხმაურა. ეკა ბესელიას განცხადებით იმას ვინც ამბობს, რომ 2012 წლამდე უფრო კარგად იყო დაცული ქვეყანაში ადამიანის უფლებები ვიდრე 2012 წლის შემდეგ საკამათო არაფერი აქვს, რადგან ვერასდროს შეთანხმდება ამ პოზიციაზე მყოფ პირებთან ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე.
„პოლიტიკური განცხადებები შეგიძლიათ მათშორის თქვენც გააკეთოთ, მაგრამ ეს ისე გააკეთეთ, რომ სხვას ნუ დავაბრალებთ იმას რაც არ არის და შევეცადოთ ისე შევაფასოთ ფაქტები როგორც ეს არის. 2012 წლამდე თუ უკეთესად იყო დაცული ადამიანის უფლებები ვიდრე 2012 წლის შემდეგ , თუ თქვენ ამას ამბობთ მე თქვენთან საკამათო აღარაფერი აღარ მაქვს იმიტომ რომ ვერასოდეს ვერ შევთანხმდებით, თუ რა არის ადამიანის უფლებების დაცვა“ – აცხადებს ეკა ბესელია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0