„მინდა ცოტა უკან დავბრუნდე. 2012 წელს, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენი გუნდის მთავარი ღირებულება და მამოძრავებელი ეს არის ადამიანი და ადამიანის სიცოცხლე. რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს, ჩვენ ვისმენთ არაერთგვაროვან განცხადებებს და მიმდინარეობს სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის დარტყმა ღამის ეკონომიკაზე, ღამის ეკონომიკის განვითარებაზე, რაშიც ნამდვილად ვერ დავეთანხმები. საუბარია, რომ ეს არის დარტყმა კლუბურ მუსიკაზე და მომავალში ამ დარგის არსებობაზე, აქ ნამდვილად ვერ დავენთახმები ადამიანებს. მე კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ღამის ეკონომიკა აუცილებლად განვითარდება და კლუბური სცენა, რომელიც არის ერთ-ერთი წარმატებული, აუცილებლად გაგრძელდება მისი საქმიანობა და ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური თანადგომა და ხელშეწყობა. ჩვენ ვამაყობთ იმ წარმატებებით, რაც ამ მიმართულებით გააჩნია ჩვენს დედაქალაქს.
მე არავის ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს, გთავაზობთ ყველას, ჩემო დებო და ძმებო, ჩემო მეგობრებო, მე ვიცი, რომ ჩემდამი ამ ადამიანებს გააჩნიათ გარკვეული პატივისცემა, რასაც მე ვაფასებ, მე გთავაზობთ ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე და ერთად ვებრძოლოთ ნარკოტრეფიკს, შესაბამის სამსახურებთან ერთად. ერთად ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს. ეს ყველაფერი სერიოზულად ურტყამს კლუბურ მუსიკას, ახალგაზრდებს, ჩვენ გვიკვდება შვილები, ძმები, დები, თანამოქალაქეები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან არიან გამოსული და მართავენ აქციას, გვერდით დაგვიდგება თითოეული მათგანი და ჩვენ ერთად შევძლებთ დავამარცხოთ ნარკოტრეფიკი.
ეს არის სერიოზული მიმართულება, რაზეც ახლა მე კონკრეტულად ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ და ჩემს უკან დგას ჩვენი პოლიტიკური გუნდი. ჩვენ დილიდან შეკრებილი ვართ პრემიერ–მინისტრის და პარტიის ხელმძღვანელობით და მიმდინარებს მსჯელობა ამ საკითხებზე. ჩვენ ვისმენთ გარკვეულ შენიშვნებს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. მე მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომ გუნდში ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა და ყველა ვთანხმდებით, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა მისაღები არავისთვის არ არის. ეს არის ერთი ძალიან დიდი, სერიოზული პრობლემა, რომელიც ყველას გვიქმნის პრობლემას ქვეყანაში. თუ მათ აქვთ ინტერესი, თუ როგორი მოსაზრება გვაქვს ჩვენ ნარკოპოლიტიკასთან და რას ვაპირებთ მომავალში, ახალგაზრდებს ვთავაზობთ, მობრძანდნენ ჩვენთან. კარი ღიაა, კედელი არასოდეს აღმართულა ჩვენსა და მოქალაქეებს შორის, ჩვენსა და ახალგაზრდებს შორის. ჩვენ მზად ვართ, დასხდნენ ჩვენთან ერთად, მოისმინონ ჩვენი ხედვები და მიმართულებით ამ ყველაფერთან მიმართებაში“– ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში განაცხადა.
მე გთავაზობთ ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე და ერთად ვებრძოლოთ ნარკოტრეფიკს
12/05/2018